ხანძარი სამებაში

"უწმინდესის წირვა მიმდინარეობდა, ჩაქრა შუქები და კვამლი ამოვიდა ტაძარში"

რუსთავი 2

ერთ-ერთი სასულიერო პირის ინფორმაციით, სამებაში ხანძარი პატრიარქის წირვის დროს შენიშნეს.

„დაახლოებით ერთი საათის წინ, უწმინდესის წირვა მიმდინარეობდა, ჩაქრა შუქები და კვამლი ამოვიდა ტაძარში. ჩამოვიდნენ და ისეთი კვამლია, რომ ვერავინ ვერაფერს ხედავდა. დაახლოებით ერთი საათი მოუნდნენ ნახვას ცეცხლი სად იყო. ახლა მიაგნეს მე მგონი. რამდენიმე ადამიანი მალევე ამოვიდა, დაზარალებული არავინ არ არის. ტერიტორია დაცლილია, მარტო მაშველები და სახანძროს ხალხი მუშაობს“ - აცხადებს სასულიერო პირი რუსთავი 2-თან საუბარში.

სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე ხანძარია. როგორც ტაბულას სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, 50 კვ.მ-ზე დაკვამლიანება იყო და იწვის საკანცელარიო ნივთები. პრესსამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ეს არის სასაწყობე ფართი.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ადგილზე 12 ჯგუფი მუშაობს. უკვე მოხდა ტაძარში მყოფი ადამიანების ევაკუაცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები