ხანძარი სამებაში

მერიამ სამების ტაძრის დამწვარი სტამბის აღსადგენად, სამუშაო ჯგუფი შექმნა

თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიასა და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის შენობაში ხანძრის დროს დამწვარი სტამბის აღსადგენად, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული ჯგუფი დაზიანებული ტერიტორიისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას შეისწავლის და მისი რეაბილიტაციისთვის შესაბამის ხარჯთაღრიცხვას წარადგენს. 

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, სტამბის ტერიტორიაზე ხანძარი 20 მარტს გაჩნდა.

კომენტარები