ტერაქტი ბრიუსელში

ბელგიის პრემიერმინისტრი: მრავალი დაიღუპა და მრავალი დაშავდა

ბელგიის პრემიერმინისტრმა შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან ოფიციალურად დაადასტურა ზავენტემის აეროპორტისა და მეტროსადგურ მაალბეკის ტერაქტები. დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ დაუსახელებია. მისი თქმით, "მრავალი" დაიღუპა და "მრავალი" დაშავდა.

შარლ მიშელმა დაგმო ტერაქტები და თავდასხმებს "ბრმა და ძალადობრივი" უწოდა. "ერთიანობით უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას", - თქვა მან.

პრემიერმა დაადასტურა, რომ აეროპორტის აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

პრემიერმინისტრის თქმით, უწყებები მუშაობენ საფრთხის შესაფასებლად და უსაფრთხოების ზომები ტარდება, საზღვარზე სამხედრო კონტროლის გამკაცრების ჩათვლით.

AFP, ბრიუსელის სახანძრო სამსახურის სპიკერზე დაყრდნობით, იუწყება, რომ აეროპორტისა და მეტროს ტერაქტებს სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა.

ბრიუსელის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტრო მაელბეკის ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 55.

მომხდარ ტერაქტებს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი: "სოლიდარობას ვუცხადებ ბელგიელ ხალხს. ბრიუსელზე თავდასხმა მთელს ევროპაზე თავდასხმაა".

კომენტარები