ტერაქტი ბრიუსელში

ალასანია: სადაზვერვო სამსახურების გასაძლიერებლად მეტი რესურსი უნდა გამოვყოთ

ეს კიდევ ერთხელ, ყველას გვანახებს, თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო, ჩვენ, როგორც ამ მსოფლიო საზოგადოების ნაწილი, და კიდევ ერთხელ ამახვილებს იმაზე ყურადღებას, თუ რა მნიშვნელოვანია, გვქონდეს გამართული, ძლიერი სადაზვერვო სამსახურები იმისთვის, რომ დროულად მოვიპოვოთ ინფორმაცია და პრევენცია გავუკეთოთ ასეთ ტერორისტულ აქტებს. კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამ უმძიმეს დღეს, და ასევე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველომაც, ჩვენმა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი რესურსი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ ჩვენი სადაზვერვო სამსახურები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და პრევენცია გაუკეთონ ასეთ საფრთხეებს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებზე.

კომენტარები