ამ ტიპის ბრუტალური შეტევები არის შეტევები არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის შეტევა ცივილიზებულ, ევროპულ ღირებულებებზე. ამიტომ, ამ შეტევას გააჩნია ერთადერთი პასუხი - ეს არის უფრო მტკიცად დგომა და ეს არის ბოლომდე დაცვა იმ ღირებულებების, რასაც ემყარება ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა. იმიტომ, რომ ამ ღირებულებების ალტერნატივა გახლავთ ძალადობა, ქაოსი და ის უბედურება, რომლის მოტანასაც უპირებს მსოფლიოს ტერორიზმი. ამიტომ, თანამედროვე ცივილიზებული სამყარო მტკიცედ უნდა იდგეს, უფრო მტკიცედ, უნდა იდგეს ყველა შეტევის შემდეგ და ჩვენი, როგორც საქართველოს არჩევანი გახლავთ ერთადერთი - ვიყოთ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ჩვენც ვებრძოლოთ ტერორიზმს სხვებთან ერთად და გვახსოვდეს, რომ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს სჭირდება დაცვა. შესაბამისად, ჩვენი სპეცსამსახურების მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა ოპოზიციის დევნა და თვალთვალი, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ამ თვალსაზრისით, თუ რამე იქნება საჭირო ჩვენი სპეცსამსახურების გასაძლიერებლად, ჩვენ, როგორც ოპოზიციური ძალა, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გააძლიერებს ქართულ სპეცსამსახურს და უფრო უკეთ დაიცავს ქართულ სახელმწიფოს და ხალხს. თუმცა განვმეორდები, მთავარი ამოცანა გაძლიერებული სპეცსამსახურის უნდა იყოს ქვეყნის და ხალხის დაცვა და არა ოპოზიციის დევნა და თვალთვალი, როგორც ეს ხდება დღეს.
tbl.ge/3yl
დაკოპირდა
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებზე.
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე: მსოფლიომ ტერორიზმის წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლა უნდა განაგრძოს
- უსუფაშვილი: დღევანდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვრები
- შსს: საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს მაქსიმალურად გავაკონტროლებთ
- ბრიუსელის მერი: ჯერ ძალიან ადრეა, ზუსტად ვთქვათ მსხვერპლის რაოდენობა
- ალასანია: სადაზვერვო სამსახურების გასაძლიერებლად მეტი რესურსი უნდა გამოვყოთ