ტერაქტი ბრიუსელში

უსუფაშვილი: დღევანდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვრები

შეძრწუნებული ვარ საზარელი ტერორისტული აქტებით, ევროპის დედაქალაქში - ბრიუსელში. საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს, თანაგრძნობას გამოვხატავ ბელგიის ფედერალურ პარლამენტში ჩვენი კოლეგებისა და მთელი ბელგიელი ხალხის მიმართ! დღევანდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, ჩვენი ვალია ამ საშინელი საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში დღეს მომხდარ ტერორისტულ აქტებს ეხმიანება.

კომენტარები