ტერაქტი ბრიუსელში

ბრიუსელის მერი: ჯერ ძალიან ადრეა, ზუსტად ვთქვათ მსხვერპლის რაოდენობა

მაალბეკის მეტროსადგური
Reuters

პრესკონფერენციაზე ბრიუსელის მერმა, ივან მეიერმა დაადასტურა, რომ მეტროსადგურის აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, "მაგრამ ძალიან ადრეა, ზუსტად ვთქვათ, რა რაოდენობის იქნება მსხვერპლი".

მერმა ასევე დაადასტურა, რომ 106 ადამიანია დაშავებული მეტროსადგურში მომხდარი ტერაქტის შედეგად.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტისა და მეტროსადგურის ტერაქტებმა 34 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 136.

კომენტარები