სავჩენკოს საქმე

რუსულმა სასამართლომ სავჩენკოს 22 წელი მიუსაჯა

Getty Images

დონეცკის საქალაქო სასამართლომ უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკო, პროკურატურის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. 

სავჩენკოს რუსულმა სასამართლომ 22 წელი მიუსაჯა და ჯარიმის სახით 30 000 რუბლიც დააკისრა

განაჩენის კითხვის დასრულებისთანავე, სავჩენკომ უკრაინის ჰიმნის შესრულება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.

კომენტარები