ოდეერი უნივერსიტეტში

მასალკინი: ოდეერის ბსუ-ში ყოფნას არ ვეწინააღმდეგები, თუ ვინაობა ცნობილი იქნება

www.ipn.ge

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გიორგი მასალკინის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის უნივერსიტეტში ყოფნას არ ეწინააღმდეგება იმ შემთხვევაში, თუ მისი ვინაობა ცნობილი იქნება და ის არ ჩაერევა უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკაში. ბათუმელების ცნობით, სტუდენტების, ლექტორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის ღია შეხვედრაზე მასალკინმა ასევე აღნიშნა, რომ წინააღმდეგია უნივერსიტეტის ტერტორიაზე ნებისმიერი პირის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილებისა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თვითმმართველობის წარმომადგენელ დამსწრე სტუდენტებს მიმართა, რომ მათ უნდა მიეცათ დამსწრეთა პოზიციების გაცნობის საშუალება.

შეხვედრაზე სტუდენტებმა თქვეს, რომ უნივერსიტეტი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშაა. ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან "ოდეერის" არსებობის დადასტურებას მოითხოვდნენ.

კომენტარები