პარიზის ტერაქტები

სალაჰ აბდესლამი საფრანგეთის მთავრობასთან თანამშრომლობას დასთანხმდა

PA

Independent-ის ინფორმაციით, პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილის სალაჰ აბდესლამის ბელგიელი ადვოკატის თქმით, ტერორისტი ISIS-ის წინააღმდეგ საფრანგეთის მთავრობასთან თანამშრომლობას დასთანხმდა.

აბდესლამი პარიზის ტერაქტებში პირდაპირ მონაწილეობას უარყოფს. მისი თქმით, ის დანარჩენ ტერორისტებს მხოლოდ ტერაქტების ლოკაციებს აწვდიდა და ლოგისტიკის კუთხით ეხმარებოდა.

სალაჰ აბდესლამი, რომელიც 18 მარტს დააკავეს, კვლავ ბრიუგეს ციხეში განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები