პარიზის ტერაქტები

სტად დე ფრანსთან, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, აფეთქების ხმა გაისმა

F. Aguilhon

პარიზში, სტად დე ფრანსთან საფრანგეთი - ისლანდიის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე აფეთქების ხმა გაისმა. დასავლური მედიის ცნობით, ფრანგმა სამართალდამცავებმა ცარიელი მანქანა ააფეთქეს. პოლიციელთა თქმით, ცარიელი მანქანა საეჭვო იყო და შესაძლოა დანაღმული ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ პარიზში მომხდარი ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, ე.წ. ისლამური სახელმწიფო აცხადებდა, რომ თავდასხმებს ევრო 2016-ის მიმდინარეობისასაც გეგმავდნენ.

სტადიონამდე მისასვლელი გზა დროებით გადაკეტილია, გამოძიება კი დაწყებულია.

დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ევრო 2016-ის მეოთხედ-ფინალური შეხვედრა საფრანგეთსა და ისლანდიას შორის, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები