ზურაბ ჟვანიას საქმე

ექსპერტი ლევან ჩაჩუა სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა
news.accept.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ, ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტი ლევან ჩაჩუა სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. ჩაჩუას თქმით, ის გამამართლებელ განაჩენს ელოდა.

ყოფილი პრემიერის საქმის ექსპერტს პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩაჩუამ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზა არაჯეროვნად ჩაატარა.

ლევან ჩაჩუას რვა თვის მანძილზე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2014 წლის ნოემბერში, მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს.

ბრალდების მტკიცებულებები ორივე ინსტანციამ არასაკმარისად მიიჩნია. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს ელოდება, რომელსაც უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები