სასამართლო სისტემის რეფორმა

გვილავა: ხელისუფლება სასამართლო სისტემის ჯგუფთან შეთანხმებულად მოქმედებს

თავის დროზე გაჭიანურდა ძალიან მესამე ტალღის დროულად განხორციელება, დღესაც ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, თუმცა უკვე ის მზაობა, რომ კონკრეტული საკითხები სახელმწიფომ ისე გადაჭრას, რომ შესაძლოა მაღალი ალბათობით ეფექტური იქნება, კარგია. თუმცა, ჩვენთვის ცნობილია, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს ერთი დომინანტი ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა გარკვეული მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან და იმ პერიოდში რეფორმა საეჭვოდ შეჩერდა. ასევე საეჭვოდ იქნა გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი საკითხი, რომელიც მხოლოდ ამ ჯგუფს აწყობდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გვევარაუდა, ეს ჯგუფი და ხელისუფლება გარკვეულწილად ზოგიერთ საკითხზე შეთანხმებულად მოქმედებდნენ

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელი გიორგი გვილავა სასამართლო სისტემის რეფორმაზე

კომენტარები