მაგდა პაპიძის საქმე

სასამართლომ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

მაგდა პაპიძე

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. სასჯელის ზომა მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად გამოუტანეს. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი - სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებას (16-წლიანი პატიმრობა).

კომენტარები