მაგდა პაპიძის საქმე

მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად სცნეს დამნაშავედ

მაგდა პაპიძე

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს. გადაწყვეტილება თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა, 2 საათზე მეტი ხნის მსჯელობის შემდეგ, ერთხმად მიიღო. მიღებული გადაწყვეტილება სასამართლო პროცესზე ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ, მაგდა პაპიძის სასჯელის ვადა სასამართლომ უნდა განსაზღვროს. მომდევნო სასამართლო სხდომა 6 ივლისს გაიმართება.

კომენტარები