ტერაქტი ნიცაში

ნიცაში დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

Reuters

ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ნიცის მერმა კრისტრიან ესტროსიმ ფრანგული ტელევიზიის iTélé ეთერში განაცხადა.

14 ივლისს ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა. იყო სროლაც. ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი პოლიციის მიერაა ლიკვიდირებული.

კომენტარები