ტერაქტი ნიცაში

ნიცაში დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა,18 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია

AFP

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა, 18 ადამიანი კი კრიტიკული მდგომარეობაშია. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

14 ივლისს ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა. იყო სროლაც. ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი პოლიციის მიერაა ლიკვიდირებული.

კომენტარები