ტერაქტი ნიცაში

ენმ ნიცის ტერაქტზე: ცივილიზებულმა სამყარომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეძრულია იმ საშინელი ტერორისტული აქტით, რომელიც 14 ივლისს ქალაქ ნიცაში, ბასტილიის დღის აღნიშვნისას მოხდა. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას და თანავუგრძნობთ ათეულობით დაღუპულის ოჯახებს, მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს. ბოლო პერიოდში ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში გახშირებული ტერორისტული აქტები აჩვენებს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს 21-ე საუკუნის ამ საშინელი სენის დასამარცხებლად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნიცაში მომხდარ ტერაქტზე.

კომენტარები