მიხეილ ყაველაშვილი

მელია: ნაძალადევში ოცნების კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს დიპლომი არ აქვს

ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი კვალიფიკაციით შეუსაბამო ადამიანი წამოაყენეს თბილისში მაჟორიტარობის კანიდატებად. მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილი, ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნების დროს ვერ დაარეგისტრირეს პრეზიდენტობის კანდიდატად, ვინაიდან მას არ ჰქონდა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. და თუკი ფეხბურთშია დიპლომი საჭირო, სახელმწიფოს მართვას არ სჭირდება დიპლომი?

ქართულმა ოცნებამ გუშინ მიხეილ ყაველაშვილი ნაძალადევის მე-18 ოლქში დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. კონსტიტუცია პარლამენტის წევრობისთვის განათლების ცენზს არ ადგენს. კონსტიტუცია განსაზღვრავს დეპუტატობის მინიმალურ ასაკს, რაც 21 წელს შეადგენს.

კომენტარები