მიხეილ ყაველაშვილი

ყაველაშვილი: ოპოზიციური ლიდერები განარიდეს, ასეც მოხდება, დესტრუქცია არ გამოუვათ

ეტყობა, ჩვენი ოპონენტებისგან არის მცდელობა, რომ პოლიტიკურ დანაშაულში გვამხილონ. პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, არავინ არ არის დაკავებული. განრიდება მოხდა ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის და ასეც მოხდება, იმიტომ, რომ მათ არ გამოუვათ, დესტრუქცია შემოიტანონ პროცესებში. ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. ყველასათვის ნათელია, არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვის ეს ძალა ერთი ძალაა- ნაციონალური მოძრაობა. მათი ქმედებები ჩემთვის ადვილად გამოსაცნობია. სხვა გზა, გარდა დესტრუქციისა, მათ არ დარჩენიათ. ეს მდგომარეობა, რაც ჩვენი ქალაქის ქუჩებში ხდება, არავის არ მოსწონს. პოლიტიკურ ძალას თუ რაღაც პრეტენზია აქვს, მათ ანალიზი უნდა გააკეთონ და ისე შეხედონ მოვლენებს. ერთადერთი, რაც მათ უნდოდათ, რომ საზოგადოება ჩაერთოთ თავიანთ პროტესტში, არ გამოუვიდათ. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გათვიცნობიერებულია ამ საკითხებში. კარგი იქნება, თუ დაუბრუნდებიან კონსტრუქციულ რეჟიმს. 

ტქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა და დეპუტატი გიორგი კანდელაკი დააკავეს. როგორც უგულავას სამართალდამცველებმა უთხრეს, განარიდეს. ის აქციაზე ტაქსით დაბრუნდა.

კომენტარები