თურქეთი

თურქეთში მსხვერპლი გაიზარდა, აფეთქებების სერიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

თურქეთში, ბოლო 24 საათში სამი აფეთქება მოხდა. აფეთქებებს ჯამში 9 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

პირველი აფეთქება ვანის პროვინციაში მოხდა მას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობასთან ააფეთქეს.

მეორე აფეთქება თურქეთის ქალაქ ელაზიგში მოხდა. ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ამჯერადაც პოლიციის განყოფილებასთან ააფეთქეს. დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 120-ზე მეტია.

მესამე აფეთქება კი, თურქეთის აღმოსავლეთ პროვინცია ბითლისში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბითლისშიც ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ. 5 ჯარისკაცი დაიღუპა და 10-ზე მეტი კი დაშავდა.

თურქეთის სამთავრობო მედიასაშუალება Anadolu-ს ცნობით, ტერაქტების უკან ქურთების სახალხო პარტია უნდა იდგეს. თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები