თურქეთი

ანტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

TRTHaber

13 აპრილის ღამეს თურქეთის ქალაქ ანტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა. მაშველებმა კაბინებიდან 137 ადამიანის ევაკუაცია უკვე მოახერხეს, თუმცა სამაშველო სამუშაოები გრძელდება. საბაგიროს სხვა კაბინებში ჯერ კიდევ დარჩენილია 29 ადამიანი, რომელთა გადარჩენის ოპერაციაც ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ინფორმაციას ანტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ეიდ ალ-ფითრის დღესასწაულის გამო საბაგირო გადატვირთული იყო, რის გამოც ერთ-ერთი საყრდენი ბოძი წაიქცა. ერთ-ერთ კაბინაში მყოფი 8 ადამიანი კლდოვან ტერიტორიაზე ჩავარდა. სამაშველო სამუშაოებში 4 ვერტმფრენი და 543 სამძებრო-სამაშველო რგოლის პერსონალი იყო ჩართული.

კომენტარები