თურქეთი

თურქეთში 2 ადამიანი მოსადისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

თურქეთის პოლიცია იტალიურ კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის ადგილას
Getty Images

თურქეთში ისრაელის დაზვერვისთვის ინფორმაციის მიყიდვის ბრალდებით დამატებით 2 ადამიანი დააპატიმრეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ სოციალურ ქსელზე, X-ზე დაწერა

სოციალურ ქსელ X-ზე იერლიქაიამ დაწერა, რომ 8 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც თურქეთში სამიზნე პირებსა და კომპანიებზე ინფორმაციის აგროვება და მოსადისთვის მიყიდვა ედებოდათ ბრალად. მათ შორის 2 დააპატიმრეს, ხოლო 6  განათავისუფლეს. 

"ჩვენი ქვეყნის საზღვრებში ჩვენი ხალხის ეროვნული ერთობისა და სოლიდარობის წინააღმდეგ მიმართულ საჯაშუშო ქმედებებს არასდროს დავუშვებთ. დევნას ვაწარმოებთ". - თქვა იერლიქაიამ. 

უსაფრთხოების სფეროში მომუშავე თურქი მაღალჩინოსნის თქმით, სტამბოლში ჩატარებული რეიდები თურქ კერძო გამომძიებელსა და მის ცოლს ეხებოდა, რომლებსაც მოსადთან 2011-2020 წლებში ჰქონდათ კავშირი. 

მაღალჩინოსანმა თქვა, რომ დეტექტივი ჯაშუშური საქმიანობიდან "მსხვილ შემოსავალს" ნახულობდა და 9 ადამიანისგან შემდგარი ქსელი ჩამოაყალიბა. მისივე თქმით, ქსელის წევრებმა აღიარებითი ჩვენება მისცეს და პოლიციამ დეტექტივი და მისი ცოლი დააკავა.

თურქეთში ისრაელის დაზვერვისთვის ინფორმაციის მიყიდვის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ თურქულმა სახელმწიფო მედია Anadolu-მ გაავრცელა. თურქული მედია აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურთან აფილირებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოპერაცია თურქეთის ეროვნული დაზვერვის სააგენტომ და სტამბოლის კონტრტერორისტულმა პოლიციამ ჩაატარეს. თურქეთს ოფიციალურად ამ ოპერაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

2024 წლის იანვარში თურქეთში ხელისუფლებამ 34 პირი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, ისრაელის მოსადის სადაზვერვო სააგენტოსთან არიან კავშირში. აღნიშნული ინფორმაცია თურქმა მაღალჩინოსანმა 3 იანვარს გაავრცელა. მისი თქმით, დაკავებული პირები თურქეთში მცხოვრები პალესტინელების მიზნად ამოღებაში არიან ეჭვმიტანილნი.

კომენტარები