თურქეთი

სტამბოლში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, 8 დაშავდა

hurriyetdailynews.com

სტამბოლში ღამის კლუბში დილით მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 8 დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ ისაუბრა.

მერის თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ჩააქრეს და დაშავებულებს საავადმყოფოში მკურნალობენ. დაზიანებულებს შორის 7 მძიმედ დაშავდა.

ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, რომ შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები