თურქეთი

წინასწარი შედეგებით, სტამბოლის ადგილობრივ არჩევნებში ერდოღანის ოპოზიცია ლიდერობს

ექრემ იმამოღლუ    

თურქეთის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, სტამბოლში ქალაქის ამჟამად მოქმედი მერი, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოპოზიციის წარმომადგენელი ექრემ იმამოღლუ ლიდერობს.

თურქეთის მთავარი ოპოზიციური მოძრაობა სახალხო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ იმამოღლუს ხმების თითქმის 72%-ის დათვლის შემდეგ, ხმების 50.36% აქვს აღებული. რაც შეეხება, ერდოღანის პარტია სამართლიანობისა და განვითარების კანდიდატ მურათ ქურუმს – 40.92% აქვს აღებული.

ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების ხმის მიცემის პროცესი 31 მარტის თურქეთის დროით 17:00-ზე შეწყდა. მოხდა რამდენიმე ძალადობის ფაქტიც და, ცნობების მიხედვით, დაიღუპა სამი ადამიანი. 

2019 წელს, როცა იმამოღლუმ სტამბოლის მერის არჩევნებში გაიმარჯვა, ერდოღანის პარტიას ბოლო ათწლეულებში უდიდესი პოლიტიკური დარტყმა მიაყენა. როგორც Reuters-ი ვარაუდობს, არჩევნების შედეგებზე გავლენა ექნება გარკვეულ პრობლემებს, მაგალითად 70%-იან ინფლაციას. სტამბოლის გარდა ერდოღანის პარტიის მოწინააღმდეგე პარტიის კანდიდატმა 2019 წლის არჩევნებში დედაქალაქ ანკარაშიც გაიმარჯვა. თურქეთის პრეზიდენტს გავლენის აქ დაბრუნებაც სურს. მნიშვნელოვანი იქნება ქურთული ეთნიკური ჯგუფის ხალხის ხმებიც. 2019 წელს იმამოღლუს გამარჯვებაში დიდი წვლილი სწორედ მათ შეიტანეს. წელსაც, სავარაუდოდ, ისინი მხარს დაუჭრენ ერდოღანის ოპოზიციის კანდიდატს.

როგორც Reuters-ი წერს, ერდოღანის წინააღმდეგ მოქმედებს კიდევ ერთი ისლამისტური პარტიის, ისლამისტების ახალი კეთილდღეობის პარტიის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდა. მათი პოპულარობის ზრდა გამოიწვია პარტიის ხისტმა პოზიციებმა ღაზის სექტორისა და ისრაელს შორის არსებული კონფლიქტის მიმართ და ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების მიერ ეკონომიკური კრიზისის გადაუჭრელობამ. 

 

კომენტარები