შრომითი უფლებები

ნანუაშვილი: ტყიბულის მაღაროში მომხდარი ხაზს უსვამს შრომის უსაფრთხოების პრობლემებს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მაღაროელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

"ტყიბულის მაღაროში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს. მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია, რომლითაც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების ეფექტური მონიტორინგი განხორციელდება", - ამბობს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს მორიგეობის შეცვლის დროს შახტის მე-6 უბნის ვენტილაციისა და უსაფრთხოების უბნის ცვლის უფროსი თ. კ. გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები