შრომითი უფლებები

პრეზიდენტი: დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის სიცოცხლე არ დაზიანდეს

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, შრომის ინსპექციის შექმნა მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია - ამის შესახებ მან დღეს, შრომის ინსპექციის საკითხებთან დაკავშრებულ კონფერენციაზე ისაუბრა. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რომც არ აწესებდეს სტანდარტს, დამსაქმებელს გააჩნია გარკვეული დაუწერელი, ჰუმანური ვალდებულებაც კი იმისთვის, რომ თავისი თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზიანდეს არც მათი ღირსება, არც მათი ჯანმრთელობა და არც მათი სიცოცხლე.

"ამ ფონზე შრომის ინპექციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შრომის ინსპექციის შექმნის პროცესში პრინციპულ და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გავაკეთოთ აქცენტი.

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა, ტრადიციულად, ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რომელიც არაერთ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რევოლუციურ პროცესებშიც კი გარდაქმნილა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ",- თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები