ყოფილი თავდემები

ონოფრიშვილი: ალტერნატივა არ არსებობს, მხარი დაუჭირეთ ქართული ოცნების კანდიდატებს

მეორე ტური იქნება რამდენიმე დღეში და რეალობა გახლავთ ის, რომ პრაქტიკულად ყველგან დარჩენილია ორი პარტიის კანდიდატები - ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის. ამიტომ, მე ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ, რომ აქ ალტერნატივა არ არსებობს და მხარი დაუჭირეთ ქართული ოცნების კანდიდატებს. ჩემთვის მიუღებელია, რა მიზეზითაც ან საფუძვლითაც შეიძლება, მხარი არ დაეჭიროს ქართულ ოცნებას, მაშინ, როდესაც 2012 წელს, ჩვენ ყველამ ერთად, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაციონალური მოძრაობა სამუდამოდ წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შეიძლება, პოლიტიკიდანაც. ასევე მოგიწოდებთ, რომ თავისუფალ დემოკრატებს გვყავს ჭიათურაში ერთი კანდიდატი, თეიმურაზ გაფრინდაშვილი და ასევე მოგიწოდებთ, მას დაუჭიროთ მხარი. ეს ჩემი პირადი აზრია.

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი დავით ონოფრიშვილი ზურაბ აბაშიძესთან და გია ცაგარეიშვილთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ სამივე მათგანმა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერ გია ვოლსკისთან დახურული შეხვედრა გამართეს.

კომენტარები