საქართველოს პარლამენტი

ციხის კადრების ერთ-ერთი გამავრცელებელი დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა

ციხის კადრების ერთ-ერთი გამავრცელებელი, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გიორგი ლომია დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ზვიად კვაჭანტირაძის მოადგილე ლომია ოპოზიციის კვოტით გახდა. ამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ასევე არიან სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი.

ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ციხის ცნობილი კადრები ვლადიმერ ბედუკაძემ გიორგი ლომიას 2011 წლის სექტემბერში გადასცა. 

პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები კიდევ ორი საპარლამენტო კომიტეტის - იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის - თავმჯდომარეების მოადგილეებად აირჩიეს.

კომენტარები