აშშ და რუსეთი

რუსეთმა შესაძლოა, სანქციების საპასუხოდ ქვეყნიდან 35 ამერიკელი დიპლომატი გააძევოს

NBC

რუსეთმა შესაძლოა, სანქციების საპასუხოდ ქვეყნიდან 35 ამერიკელი დიპლომატი გააძევოს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის თქმით, შესაბამისი მოთხოვნა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკვე გაეგზავნა.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, გუშინ 35 რუსი დიპლომატი არჩევნებში სავარაუდო ჩარევისთვის ქვეყნიდან გააძევეს, ასევე, მერილენდსა და ნიუ იორკში რუსული სადაზვერვო სამსახურის ორი სტრუქტურა დახურეს. 

"ეს ნაბიჯები მოჰყვა რუსეთის ხელისუფლების არაერთ გაფრთხილებას პირისპირ თუ საჯაროდ, ეს ნაბიჯები საჭირო და შესაბამისი პასუხია ამერიკის ინტერესების საზიანო ქმედებების წინაღმდეგ", - თქვა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. 

რუსეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, ნოემბრის არჩევნებში ნებისმიერ ჩარევას უარყოფს.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი სანქციებს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი არის უგუნურება, რადგან არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ არჩევნებამდე დემოკრატიული პარტიის იმეილების გატეხვის უკან რუსეთი იდგა.

ტრამპის თქმით, ის ინფორმაციის მისაღებად სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები