ნიკა გვარამიაზე თავდასხმა

გვარამიას ცემისთვის რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემისთვის რატი გაჩეჩილაძეს სასამართლომ 3100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

მოსამართლემ გაჩეჩილაძის მხრიდან ბრალის აღიარება და ნასამართლევად არყოფნა გაითვალისწინა.

ნიკა გვარამიას თავს 7 იანვარს რესტორან დაინინგ რუმში დაესხნენ, რა დროსაც ტვინის შერყევა მიიღო. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ თავდამსხმელი თავად იყო და მარტო მოქმედებდა. მისივე თქმით, "ეს იყო რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან". თავად ლევან გაჩეჩილაძე კი თვლიდა, რომ ხელის დარტყმისთვის მისი შვილი არ უნდა დაეკავებინათ. გამოძიება შსს-მ ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები