საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად მეორე ტურში გადასულ კონკურსანტების სია გაასაჯაროვა. ახალი სეზონის გადაცემების შესარჩევ კონკურსში 153 პროექტი მონაწილეობდა, კონკურსის მეორე ტურში კი 37 პროექტი გადავიდა.
სოციალური თოქ-შოუს კატეგორია
შალვა რამიშვილი - მედია-რენტგენი
ეკატერინე გვახარია - კედელი
ქეთევან კაპანაძე - რეალური სივრცე
ნინო ჩუტკერაშვილი - ჩემი უფლება
გიორგი ჭანტურია - სოციალური კლუბი
ზურაბ ვარდიაშვილი - ქალაქი
კულტურული-შემეცნებითი გადაცემები
მზია ლომთათიძე - 44
გიორგი ჭყონია - ESSE HOMO
ალექსანდრე ცაგარელი, გურამ სულთანიშვილი - მითები და სტერეოტიპები
გიორგი ასანიშვილი - ნაცნობი მელოდიები
სალომე დადუნაშვილი - ღამე მუზეუმში
ნაჯა ორაშვილი, ნიკო ნიკოლაძე - კიმონო
კულტურის სიახლეების მიმოხილვა
ირმა ხომერიკი - ნათელი ოთახი
ელენე ბაკა კვირცხალია - შაბათს საღამოს ლიზასთან
თეონა ჯორბენაძე - Modem/Art
სერგი გვარჯალაძე - კურატ2
შემეცნებით-საგანმანათლებლო / ჯანსაღი ცხოვრება
მარი მალაზონია - პირადი ექიმი - მარი მალაზონია
სოფლის მეურნეობა
ბესიკ შარაშიძე - ფერმერის გაკვეთილები
თამარ ბოლქვაძე - ფერმა
გიორგი ჭანტურია - ფერმა
ირაკლი ჭანტურია - აგროკვესტი
ისტორია/ლიტერატურა/მეცნიერება
თიკა ანდღულაძე - სელფი 360 (selfie 360)
მარიამ ონეზაშვილი - იცი თუ არა
ლექსო ქურხული - ხანმოკლე XX საუკუნე
ნინო ნანიტაშვილი - ოკულარი
ვასილ ჯანიკაშვილი - მკითხველთა კლუბი
საბავშვო შემეცნებითი გადაცემა
ნანა მეგრელიშვილი - ბაბილინას საკვირაო სკოლა
დალი ხოჯავა - სუპერ გმირი
გოჩა ქიმუცაძე - მხიარული გაკვეთილები
საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა
ნინო კელაურიძე - წიგნების თარო
გიორგი ჩანჩიბაძე - მხიარული სტარტები
თამარ ციციშვილი - ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!
გიორგი ვარსიმაშვილი - დეტექტივი
კულინარიული შოუ
ეკატერინე ადეიშვილი - შიმშილის თამაშები
გიორგი ჭანტურია - კულინარული მოგზაურობა
ზაზა ორაშვილი - ოჯახური რეცეპტები
ნინო გოგოლაური - გურმანია
3 ეტაპიანი კონკურსის შედეგად, 12-კაციანმა კომისიამ 9 გადაცემა უნდა შეარჩიოს. კომისიას საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორი პაატა ქურდაძე ხელმძღვანელობს.
კომისიის შემადგენლობაში შედიან:
- დრამატურგი - თამარ ბართაია;
- სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი;
- მედიაკრიტიკოსი - დავით ბუხრიკიძე;
- სცენარისტი, რეჟისორი - სოფო ბაბლუანი;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი - თეო მაზმიშვილი;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოების დეპარტამენტის უფროსი თემურ გოგოლაძე;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი კახაბერ ბუხრაშვილი;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი რუსუდან ახვლედიანი;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ მედია ხელმძღვანელი თამარ კაციტაძე
მეორე ტურში გადასული აპლიკანტები კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. მესამე ტური კი გადაცემის პილოტის მომზადებას ითვალისწინებს. კონკურსში გამარჯვებული პროექტები ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.