ვიკილიქსი

ვიკილიქსის ინფორმატორმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა

AP

ვიკილიქსის ინფორმატორ ჩელსი მენინგი 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დღეს დატოვა.

ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო ძალების პრესსამსახურიც ადასტურებს. 

29 წლის ტრანსგენდერს ქალს, რომელიც აშშ-ის არმიაში მსახურობდა, ვიკილიქსთან თანამშრომლობისა და ჯაშუშობის გამო, 2013 წლის აგვისტოში 35 წელი მიუსაჯეს. თუმცა მიმდინარე წლის 18 იანვარს, იმ დროს ჯერ კიდევ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მენინგს სასჯელი შეუმცირა.

იანვარშივე, ობამას გადაწყვეტილება რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა "მძიმე შეცდომა" უწოდა. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ამ გადაწყვეტილებამ მომავალში ჯაშუშები წააქეზოს.

მენინგმა საიდუმლო მასალები ვიკილიქსს 2010 წელს გადასცა.

2010 წელს ვიკილიქსის მიერ საიდუმლო მასალების გამოქვეყნება აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო.

კომენტარები