Georgian Airways

თბილისი - სანქტ-პეტერბურგის ავიარეისზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

flickr.com/photos/picturejohn64

თბილისი - სანქტ-პეტერბურგის ავიარეისზე ბომბს ეძებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი ადასტურებს.

დავითაშვილის თქმით, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. თუმცა, ამ დროისთვის სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში კინოლოგები მგზავრებსა და მათ ბარგებს ამოწმებენ.

თვითმფრინავი, რომელშიც ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ რეისს თბილისიდან-სანქტ პეტერბურგში ასრულებდა.

ტაბულა დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწოდებთ.

კომენტარები