Georgian Airways

Georgian Airways თბილისის გავლით მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს იწყებს – რუსული მედია

Georgian Aiways

რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი წერს, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით ქალაქ ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს 5 ივლისიდან იწყებს

ამავე ინფორმაციით, თბილისიდან ნიცაში რეისები ყოველკვირეულად, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. 

როგორც რუსული მედია წერს, ტრანზიტული ფრენის ბილეთის ფასი დაახლოებით $535-ია.

TACC-ი ასევე წერს, რომ ნიცას გარდა, Georgian Airways ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზის, ამსტერდამის, ვენის, თესალონიკის, თელ ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკის მიმართულებით ასრულებს.

გასულ კვირას უკრაინამ  ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს 10 წლიანი სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. 

შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

უკრაინამ პერსონალურად დაასანქცირა ავაიაკომპანიის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილიც.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

ავიაკომპანია Georgian Airways ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც რუსეთთან ფრენების ნებართვას ითხოვდა. 2023 წლის 20 მაისიდან თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ასრულებს.

კომენტარები