საგზაო უსაფრთხოება

საქართველოს გზებზე ყოველდღე ერთზე მეტი ადამიანი იღუპება

villagetattler.com

საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. 2016 წელს ავარიების შედეგად 581 ადამიანი დაიღუპა, 2017 წლის იანვარ-ივნისში კი დაღუპლთა რაოდენობამ 233 შეადგინა, რაც დღეში 1.3 სიკვდილის შემთხვევას ნიშნავს.

საქსტატის მონაცემებით, წლების მიხედვით, ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ქალაქში ღვედების რეგულაციის ამოქმედებამდე, 2008 წელს მოხდა. მაშინ წლის მანძილზე ავტოავარიებს 867 ადამიანი ემსხვერპლა.

ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2008-2016 წლებში:

  • 2008 - 867 დაღუპული
  • 2009 - 741 დაღუპული
  • 2010 - 685 დაღუპული 
  • 2011 - 526 დაღუპული
  • 2012 - 605 დაღუპული
  • 2013 - 514 დაღუპული
  • 2014 - 511 დაღუპული
  • 2015 - 602 დაღუპული
  • 2016 - 581 დაღუპული

 

კომენტარები