რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეომ სსრკ-სა და ნაცისტების განსასხვავებლად არასწორი ფოტო დაპოსტა

twitter.com

23 აგვისტოს ევროპა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავს. 1939 წლის 23 აგვისტოს ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა - საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გააფორმეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა ტვიტერმა დადო პოსტი, სადაც ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს ადარებს- "ნაცისტებმა დაიწყეს ჰოლოკოსტი", ხოლო "კუმინისტებმა დაასრულეს ჰოლოკოსტი"

ტვიტერის პოსტში მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ "ნაცისტურმა გერმანიამ დაიწყო ჰოლოკოსტი და მოკლა 27 მილიონი საბჭოთა ადამიანი. საბჭოთა კავშირმა დაამთავრა მეორე მსოფლიო ომი და გადაარჩინა სამყარო ყავისფერი ჭირისგან". 

ტვიტერის პოსტში დადებულ ფოტოზე კაცი ჩაცმულია ნაცისტურ უნიფორმაში, ქალი კი კომინუსტების უნიფორმაში. ფოტოზე ერთი შეცდომააა- მარცხნივ მდებარე ნაცისტურ უნიფორმაში გამოწყობილი კაცი, ვერნერ გოლდბერგია, რომელიც არასდროს ყოფილა ნაცისტური პარტიის წევრი. გოლდბერგი პირველ მსოფლიო ომში ჯარისკაცად მსახურობდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი მან საკუთარი მამა იხსნა აუშვიცის ბანაკში გაგზავნისგან. მისი ფოტოები კი რატომღაც გავრცელდა, როგორც იდეალური ნაცისტი ჯარისკაცი.

მიუხედავად ამ შეცდომისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ არ წაუშლია 23 აგვისტოს პოსტი. 

კომენტარები