დავით საყვარელიძე

უკრაინაში დავით საყვარელიძის მიმართ საზღვრის გადაკვეთის საქმეზე გამოძიება დაიწყო

facebook: David Sakvarelidze

დავით საყვარელიძეს უკრაინის საზღვრის დაცვის და პროკურატურის თანამშრომლები საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავებიან. სამართალდამცველებმა მას შესაბამისი ოქმი ცოტა ხნის წინ გადასცეს - ლვოვის ოლქის პოლიციის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლები იმ რესტორანში მივიდნენ, სადაც საყვარელიძე სადილობდა. ამის ამსახველი ვიდეო უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ და უკრაინის პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრმა თავის ფეისბუქზე გაავრცელა.

საქმე 10 სექტემბერს, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვარზე გადასვლას ეხება. უკრაინული მედიის ცნობით, გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით არის დაწყებული: საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ჯგუფური არეულობის მოწყობისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით. საყვარელიძე დაკითხვაზე ორშაბათს, დილის 10 საათზე უნდა გამოცხადდეს. საყვარელიძე მის მიმართ გამოძების დაწყებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

კომენტარები