ევრობასკეტი 2017

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია

eurohoops.net

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის გამარჯვებულია. სლოვენიამ ფინალში სერბეთი 93:85 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

ფინალური შეხვედრა სტამბოლში გაიმართა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელად გორან დრაგიჩი დასახელდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 35 ქულა მოუტანა. 21 ქულა მოიპოვა კლემენ პერპელიჩმა, რომელმაც, სპორტული მედიის შეფასებთ, თავის კარიერაში საუკეთეოს მატჩი ჩაატარა. სერბეთის მხრიდან კი საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი იყო 22 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით.  

ევრობასკეტის ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი იგორ კოკოშკოვია, რომელიც სლოვენიამდე საქართველოში მუშაობდა და 2008 წლიდან 2016 წლამდე ნაკრებს წვრთნიდა. 

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობდა. D ჯგუფში ნაკრებმა ხუთი მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო და შემდეგ ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლო. 

კომენტარები