ამერიკის სანქციები

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სავაჭრო კომპანიების დახურვას გეგმავს

Getty Images

ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სავაჭრო კომპანიების დახურვას გეგმავს. სანქცია იანვრის დასაწყისიდან ამოქმედდება. ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების მინისტრის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ 120 დღის ვადაში უნდა მოახერხოს სანქციების შესრულება.

ჩინეთმა, როგორც ფხენიანის მთავარმა მოკავშირემ, უკვე აკრძალა ტექსტილით ვაჭრობა, ხოლო ნავთობის ექსპორტი კი შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, რომლის წევრი ჩინეთიც არის, 11 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეისთვის საქნციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდას უკავშირდება.

კომენტარები