საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო. სასულიერო პირების თქმით, მათთვის უცნობია, რას განიხილავენ სხდომაზე.
თუმცა, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სინოდმა მისი საკითხი განიხილოს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ თქვა: "დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა".
"სინოდზე განსახილველი საკითხები ცნობილი არ არის ჩემთვის პირადად. შევთხოვ უფალს, სულიწმინდა უძღოდეს წმინდა სინოდის სხდომას და ღირსეულად ჩატარდეს. მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველაფერი”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.