სილამაზის სტანდარტები

ბარბის პირველი თოჯინა ჰიჯაბში

ისტორიაში პირველად თოჯინა ბარბის მოდელს ჰიჯაბი აქვს მოხვეული. ეს მოდელი იმ ამერიკელ სპორსტმენ ქალთან მიმსგავსებით გაკეთდა, რომელმაც ოლიმპიური მედალი ჰიჯაბში მოიპოვა.

წლებია, ბარბის მწარმოებელს ფემინისტი აქტივისტები სილამაზის არარეალური სტანდარტების დანერგვაში ადანაშაულებენ, რომლებიც გოგონებს მათი სხეულების მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებას უჩენს. ამის გამო ბოლო წლებში მწარმოებელმა მათი ჩვეული სტანდარტისგან განსხვავებული მოდელების გამოშვებაც დაიწყო. თუმცა, ამავდროულად მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი თოჯინა ქალების გაძლიერებას ემსახურება და ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან ბარბი წარმატებული ბიზნესვუმენი, ასტრონავტი, ექიმი და კიდევ არაერთი პროფესიის წარმომადგენელია. ბარბის მრავალფეროვნების არასაკმარისად ასახვაშიც აკრიტიკებდნენ.

ერთ-ერთი ასეთი მოდელია ბარბი შედარებით სრული სხეულით, ასევე მომცრო ტანის, ან ძალიან მაღალი მოდელები.

 

კომენტარები