გალერია თბილისი

"გალერია თბილისი" 30 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიხსნება

გალერია თბილისი

30 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი გაიხსნება". სავაჭრო ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ღია იქნება ობიექტების დიდი ნაწილი, მათ შორის - H&M, Armani Exchange, Calvin Klein Jeans, Lacoste, Trussardi, Karl Lagerfeld, Guess, IKKS, Roman, BNG, Timberland, Stenders, Delfy, Six, OVS, New Yorker, Yves Rocher, Calzedonia, Camicissima, Mavi, Lee/Wrangler, Levis, Jysk, DiOggi, Okaidi, Studio By Shoes Gallery/Ecco/Geox, Dots, VaBene, Prime Gallery, Pull love, Roberto Bravo, Georgian Designers Corner, Party Deco, Mcdonads, Burger King, Mr. Cook, Coffeesta, Mr. Gyros, ატრიო, ავთანდილი, ლუტეცია, კენარი, რონიკო, ართთაიმი, დელფოსი, ფექტორი, ესპაჩო, XS სათამაშოები, ქალთა ბედნიერება, თიბისი ბანკი, ბოულინგ ცენტრი ბოლრუმი და კინოთეატრი კავეა.

"გახსნის ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. ცერემონია დატვირთული იქნება სხვადასხვა სანახაობით, მუსიკალური გაფორმებითა და აქტივობებით" - აცხადებს "გალერია თბილისი" და აღნიშნავს, რომ სავაჭრო ცენტრში განთავსებული ობიექტების დარჩენილი ნაწილი ეტაპობრივად, 3 თვის განმავლობაში გაიხსნება.

ყოფილი უნივერმაღის შენობის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო. პროექტი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ჯამურმა ინვესტიციამ 97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები