გალერია თბილისი

უშუქობის გამო, დღეს გალერია თბილისი შეზღუდვით მუშაობს

უშუქობის გამო, დღეს გალერია თბილისი შეზღუდვით მუშაობს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე სავაჭრო ცენტრში ღია იქნება მხოლოდ H&M-ის მაღაზია და საკვები ზონის ნაწილი. სხვა ობიექტები ამ პერიოდში არ იმუშავებს.

"გალერია თბილისი სრულყოფილად ფუნქციონირებას 18:00 საათის შემდეგ გააგრძელებს" - აცხადებენ კომპანიაში.

შეზღუდვის მიზეზი კრწანისის რაიონის ქვესადგურზე კომპანია თელასის მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გახდა, რის გამოც სავაჭრო ცენტრს ელექტროენერგია შეუწყდა. 

კომენტარები