დონალდ ტრამპი

ტრამპი მისი ადმინისტრაციის შესახებ დაწერილ ახალ წიგნს "სიცრუით სავსეს" უწოდებს

Fire and Fury
Getty

დონალდ ტრამპის თქმით ახალი წიგნი მისი ადმინისტრაციის შესახებ "სიცრუით სავსეა".

წიგნის "ცეცხლი და მძვინვარება: დონალდ ტრამპის თეთრ სახლში" ავტორი მაიკლ ვულფია. წიგნი გაყიდვაში გუშინ გამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით ტრამპის ადვოკატებმა მისი გამოცემის შეჩერება სცადეს.

წიგნში მოყვანილია ტრამპის ყოფილი მრჩევლის, სტივ ბენონის ციტატები რომლებიც აღწერს რუსებთან შეხვედრას, რომელსაც ტრამპის უფროსი ვაჟიც ესწრებოდა, როგორც "მოღალატეობრივს."

ტრამპის განცხადებით მას ვულფისთვის თეთრ სახლზე წვდომა არ მიუცია და არც უსაუბრია მასთან წიგნის შესახებ, რომელიც მისი აზრით არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს.

"მე ამ ყალბი წიგნის ავტორისათვის თეთრ სახლზე წვდომა არ მიმიცია (ბევრჯერ ვუთხარი კიდეც უარი)! მე არ მისაუბრია მასთან წიგნზე. სავსეა ტყუილებით, არასწორი ინტერპრეტაციებით და არარსებული წყაროებით. შეხედეთ მის წარსულს და იმას, თუ რა მოუვათ მას და დაუდევარ სტივს!" დაწერა მან Twitter-ზე

ტრამპმა ასევე თქვა რომ ბენონმა გასული წლის აგვისტოში პოზიციიდან გაათავისუფლების შემდეგ, "ჭკუა დაკარგა".

კომენტარები