ლევან კობიაშვილი

კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციის ახალი წლის მილოცვის მთავრი მესიჯი თანასწორობაა

ლევან კობიაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის დეპუტატი, ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ ფეხბურთი უამრავ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს და წელს მილოცბის მთავარი მესიჯი თანასწორობაა.

"გილოცავთ ახალ 2018 წელს და გისურვებთ ჯანსაღ ცხოვრებასა და გამარჯვების სიხარულს! ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციაში გვჯერა, რომ ფეხბურთი არის ის, რაც უამრავ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს.

სწორედ ამიტომ, წელს ჩვენი მილოცვის მთავარი მესიჯი თანასწორობაა, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით. იმის მიუხედავად, თუ ვინ არის, საიდან არის და როგორ თამაშობს! სწორედ ეს არის ფეხბურთი, თამაში ყველასთვის! 
მრავალს დაესწარით!", - წერს კობიაშვილი ფეისბუქზე.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ფეხბურთელების, მათ შორის გურამ კაშიას საახალწლო მილოცვასაც ავრცელებს, რომლის მხრიდან LGBT თემის მხარდამჭერი სამკლავურით თამაშმა "ქართული მარშის" პროტესტი გამოიწვია. აქტივისტები კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნით მათ რამდენიმე აქციაც გამართეს, მათ შორის, ფეხბურთის ფედერაციასთან და ქუთაისში, ტორპედოს სტადიონზე, სადაც გურამ კაშიაც თამაშობდა. ორივე აქციაზე "ქართული მარშის" წევრებმა LGBT დროშა დაწვეს. კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა, საქართველოს პრეზიდენტმა და მმართველი გუნდის ნაწილმა.

კომენტარები