სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება

შსს: როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება

შსს

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ინსპექტორ-გამომძიებლების დაკავების ფაქტს ეხმაურებიან. შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის ბექა დოჭვირის თქმით, როდესაც იკვეთება პოლიციელის ბრალეულობა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. 

"აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არცრთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება." - ამბობს დოჭვირი.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და  ბ.ბ. დააკავეს

კომენტარები