თბილისის მერია

კალაძე: კონკურსი შეეხება ყველას, იმ ადამიანებსაც, ვისაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მერიაში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, საკონკურსო გამოცდის ჩაბარება იქ მომუშავე ყველა თანამშრომელს მოუწევს, მათ შორის მათაც ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს. 

"მთავარი კრიტერიუმი თანამშრომლების შერჩევისას იქნება პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება. რაც შეეხება ზოგადად კონკურსებს, ამას კანონი გვავალდებულებს და ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. კონკურსი შეეხება ყველას. მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდა, მათ აუცილებლად მოუწევთ გამოცდის თავიდან ჩაბარება." - ამბობს კალაძე.

როგორც კალაძემ თქვა, თბილისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც თებერვალში დასრულდება, რის შემდეგაც გაირკვევა ვინ დარჩება მერიაში და ვინ წავა. 

კომენტარები