დონალდ ტრამპი

ტრამპმა მექსიკას მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყანა უწოდა

cnbc.com

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირების, მექსიკის საზღვარზე ასაშენებელი კედელის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

"ჩვენ გვჭირდება კედელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ჩვენ გვჭირდება კედელი რათა შევაჩეროთ ნარკოტიკების მასობრივი შემოდინება მექსიკიდან, რომელიც ახლა მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქვეყანად არის შეფასებული. თუ არ იქნება კედელი, არ იქნება შეთანხმება!"

შეთანხმებაში აშშ-ის ბიუჯეტის დამტკიცება იგულისხმება. მასში კედლის აშენების ხარჯების ჩართვას დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან.

ტრამპმა ასევე დააკონკრეტა, რომ კედელი მხოლოდ საჭირო ადგილებში აშენდება და არა იქ, სადაც ბუნებრივი საზღვარი უკვე არის მთების თუ მდინარეების სახით, და რომ კედლის აშენების ხარჯებს პირდაპირ თუ ირიბად მექსიკა დაფარავს.

კომენტარები