ფინანსთა სამინისტრო

სამინისტრო: სხვადასხვა დასახელების, ჯამში 10 000 ლარის უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უწყების საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს. 

მათივე ცნობით, გამოძიების შედეგად, ქალაქ თბილისში და სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია დიდი ოდენობით, ჯამში 3 050 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის 1 და მე-2 ნაწილებით, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.

კომენტარები